ახალი ამბები

მიიღეთ მონაწილეობა მასტერკლასში

12 დეკემბერი 2016 წელი

14 - 15 დეკემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმი მსურველებს იწვევს მასტერკლასზე. მასტერკლასის თემაა „ჩვენ ყველანი ოდესღც ბავშვები ვიყავით“. დასაწყისი 16-00 საათი. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
სრულად

გიწვევთ გამოფენაზე

7 დეკემბერი 2016 წელი

8 დეკემბერს 16-00 საათზე ქ.ოზურგეთის მ. ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიმართება ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგის, ასოცირებული პროფესორის მიხეილ(მერაბ) კვაჭაძის პერსონალური გამოფენა.
სრულად

ცხადდება სტუდენტური კონკურსი

28 ნოემბერი 2016 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს. დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, შსს-მ ახალი პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ დაიწყო.
სრულად

გაიმართა კონცერტი

21 ნოემბერი 2016 წელი

მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ხელოვნების უნივერსიტეტის გახსნიდან 20 წლის საიუბილეო თარიღს. კონცერტში მონაწილეობდნენ მაგისტრატურის სპეციალობის სტუდენტები: ი. მელიქიშვილი,(პროფესორ ნ. ხომერიკის კლასი), დ.თხელიძე, (პროფესორ ნ. ვარშანიძის კლასი), ლ. ვაშაყმაძე, მ. აფხაზავა,ო. ხაჭაპურიძე, მ. ბაშალეიშვილი; ბაკალავრიატის სპეციალობის სტუდენტები: ლ. სიხარულიძე, (პროფესორ მ. ჯახუტაშვილის კლასი), ს. მახათელაშვილი (პროფესორ თ. ცერიაშვილის კლასი) გ.თურმანიძე. კონცერტმაისტერები: ნ. კვირიკაძე, თ. თოფურიძე, ს. ურუშაძე, ნ. ნიშნიანიძე, ლ. ლურსმანაშვილი. შესრულდა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონცერტის ხელმღვანელი, მუსიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლ. ჭელიძე.
სრულად

გარდაიცვალა გიზო ჟორდანია

19 ნოემბერი 2016 წელი

2016 წლის 19 ნოემბერს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, კ. მარჯანიშვილის, ს. ახმეტელის, მ. აბაშიძისა და ტ. აბუსერიძის პრემიების ლაურეატი, პროფესორი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი 1999-2004 წლებში გიზო ჟორდანია.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930