ახალი ამბები

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

12 დეკემბერი 2013 წელი

ბათუმის სასტუმრო „ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქმიანი შეხვედრა თბილისის პროფესიული კოლეჯის "სპექტრი" დირექტორ მ. ტაკიძესა და ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორ ე. მესხიას შორის. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი სასწავლებლებს შორის აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

11 დეკემბერი 2013 წელი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ თერთმეტივე საბაკალვრო საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 5 წლის ვადით. (სრულად)
სრულად

გაიმართა კინოჩვენება

8 დეკემბერი 2013 წელი

კინოკლუბში გაიმართა კინოჩვენება ემირ კუსტურიცას ფილმისა “ARIZONA DREAM” - არიზონული ოცნება (1993 წ.).მთავარ როლებში: ჯონი დეპი, ჯერი ლიუისი, ფეი დანაუეი, ლილი ტეილორი.
სრულად

კინოჩვენება

6 დეკემბერი 2013 წელი

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, კვირას 12-00 საათზე კინოკლუბში გაიმართება კინოჩვენება.ნაჩვენები იქნება ემირ კუსტურიცას ფილმი “ARIZONA DREAM”.
სრულად

გაიმართა კინოჩვენება

1 დეკემბერი 2013 წელი

კინოკლუბში გაიმართა რეჟისორ ბრიუნო ნიუტენის ფილმის "კამილა კლოდელი" ჩვენება. მთავარ როლებში - იზაბელ აჯანი, ჟერარ დეპარდიე (საფრანგეთი, 1988წ.). ფილმი მოგვითხრობს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მოქანდაკესა და მხატვარ-გრაფიკოს ქალზე, კამილა კლოდელზე(1864-1943), რომელმაც ფსიქიკური აშლილობის გამო საკუთარი ნამუშევრების უმეტესობა გაანადგურა. მან 30 წელი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა და ყველასაგან მიტოვებული ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031