ახალი ამბები

ქართველი და პოლონელი მხატვრების პლენერი

26 სექტემბერი 2013 წელი

ქალაქ ბათუმის მერიის ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტში მოეწყო ქართველი და პოლონელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა. წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგების სერგო გოგოლაძის, მიხეილ კვაჭაძის, ბექა ბოლქვაძის და კურსდამთავრებულის, მარიკა კვაჭაძის ნამუშევრები.
სრულად

ზაზა რუსაძის მასტერკლასი

24 სექტემბერი 2013 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ახალგაზრდა რეჟისორის ზაზა რუსაძის მასტერკლასი თემაზე "იდეიდან სცენარამდე". მან ისაუბრა სცენარის წერის ტექნოლოგიურ და შემოქმედებით მხარეებზე, დრამატურგიის საკითხებზე,ფილმის შექმნის რთულსა და საინტერესო პროცესებზე. სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, უპასუხა შეკითხვებს.
სრულად

BIAF-ის პრიზი ბექა პატარაიას

22 სექტემბერი 2013 წელი

BIAF-ის სპეციალური პრიზი გადაეცა ხელოვნების უნივერსიტეტის მონტაჟის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტს ბექა პატარაიას, რომელიც სხვა სტუდენტებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ფესტივალის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებაში.
სრულად

რუსტამ იბრაგიმბეკოვის მასტერკლასი

19 სექტემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია პოპულარული ფილმის „უდაბნოს თეთრი მზის“ რეჟისორი და სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, რომელმაც ჩაატარა მასტერკლასი, ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, გამოცდილებაზე, თანამედროვე სცენარისა და რეჟისურის პრობლემებზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

მასტერკლასი დოკუმენტურ კინოში

18 სექტემბერი 2013 წელი

CAUCADOC-ის პროექტის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა მასტერკლასი თანამედროვე რუსულ დოკუმენტურ კინოში,რომელიც ჩაატარა დოკუმენტური კინოს რეჟისორმა რუსეთიდან მარინა რაზბეშკინამ.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930