ახალი ამბები

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

20 დეკემბერი 2013 წელი

თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში ხელი მოეწერა ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმს შპს - სასწავლო უნივერსიტეტ ევროპულ აკადემიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი აკადემიური, შემოქმედებითი და სამეცნიერო პროექტების მომზადებას.
სრულად

ვორკშოპი

19 დეკემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორმა, რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა ჩაატარა ვორკშოპი. ისაუბრა ფილმის გადაღების პროცესებზე, რომელსაც ამჟამად თავად იღებს და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტები.
სრულად

საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ახალი ტალღა“

18 დეკემბერი 2013 წელი

ბულგარეთის უნივერსიტეტის კინოს, რეკლამისა და შოუ ბიზნესის განყოფილების ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ახალი ტალღა“, რომლის მიზანია შეარჩიოს საუკეთესო ნამუშევრები და ნიჭიერ სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა თავიანთი შემოქმედება გააცნონ ფართო აუდიტორიას. ფესტივალი გაიმართება 2014 წლის 23-25 იანვარს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედის მოკლე მხატვრული ფილმი, ანიმაცია და დოკუმენტური ფილმი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.newwavefilmfest.net
სრულად

გიორგი ოვაშვილის ვორკშოპი

13 დეკემბერი 2013 წელი

ქართველმა რეჟისორმა, გიორგი ოვაშვილმა ჩაატარა ვორკშოპი. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, ისაუბრა ახალი ფილმის შექმნის ეტაპებსა და გადაღების პროცესებზე. პრაქტიკული რჩევევბი მისცა და უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

12 დეკემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ქართული კულტურის განვითარების, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისა და ქრისტიანული სულიერების ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ საპატიო დოქტორის დიპლომი პატრიარქს გადასცა ხელოვნების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე. (ტექსტი იხ. სრულად)


სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031