ახალი ამბები

საჯარო ლექცია

18 მარტი 2015 წელი

"დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკული კინო" - ამ თემაზე ჩაატარა საჯარო ლექცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კინომცოდნე ოლიკო ჟღენტმა. დისკუსიის თემა იყო 30-იანი წლების ამერიკული ფოტოგრაფიაც. საჯარო ლექციის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტების ჩვენება. მსგავსი ლექციების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.
სრულად

პრეზენტაცია

16 მარტი 2015 წელი

გაიმართა ხელოვანთა კლუბის მიერ 2014 წელს ჩატარებული ღონისძიებების და 2015 წელს ჩასატარებელი ღონისძიებების პრეზენტაცია.
სრულად

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია

16 მარტი 2015 წელი

15 მარტს ხელოვნების უნივერსიტეტში საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა აჭრის ა.რ.განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნება: „თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ძირითადი ტენდენციები“.
სრულად

პროგრამის პრეზენტაცია

13 მარტი 2015 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მიერ მოეწყო პროგრამის - “უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” პრეზენტაცია. სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაციები სხვადასხვა პროგრამების შესახებ, კერძოდ: საზღვარგარეთ სწავლის; სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის; კვალიფიკაციის ამაღლებიის; კონფერენციების მოწყობის; საზაფხულო სკოლების; საჯარო ლექციების შესახებ.
სრულად

ნათელა ხომერიკი - 60

12 მარტი 2015 წელი

ხელოვნების უნვერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნათელა ხომერიკის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი სტუდენტების მონაწილეობით. უნივერსიტეტის რექტორატმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დააჯილდოვა საპატიო სიგელით. კონცერტის დასრულების შემდეგ რექტორმა ე. მესხიამ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა იუბილარს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031