სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია

სურათი

16 მარტი 2015 წელი

15 მარტს ხელოვნების უნივერსიტეტში საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა აჭრის ა.რ.განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნება: „თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ძირითადი ტენდენციები“. კონფერენციას მიესალმა აჭრის ა.რ.განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ბატონი გია თავამაიშვილი და ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ერმილე მესხია.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს გამოჩენილი ქორეოგრაფები დედაქალაქიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონფერენციაზე გამოვიდნენ როგორც ღვაწლმოსილი პრაქტიკოსი ქორეოგრაფები, ასევე ახალგაზრდა ქორეოლოგები, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო თემები ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიიდან. ისაუბრეს ქართული ქორეოგრაფიის პრობლემებზე და განვითარების გზებზე. დასასრულს გაიმართა დისკუსია.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031