ახალი ამბები

მწერალ გ. ოდიშარიას წიგნის წარდგენა

15 დეკემბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა მწერალ გ. ოდიშარიას ახალი წიგნის წარდგენა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის რექტორი.
სრულად

საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა „ბათუმი“

14 დეკემბერი 2015 წელი

14 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში დაიწყო საქალაქო შემეცნებითი საკონკურსო ოლიმპიადა "ბათუმი"-ს ზამთრის სერია 2015, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ბათუმის 24 კერძო და საჯარო სკოლის 144 მოსწავლე.
ოლიმპიადა წარმოადგენს ლოგიკურ კითხვებზე აგებულ გუნდურ თამაშს, რომელიც ჩატარდება 3 ტურად: შესარჩევი ტური, ნახევარფინალი და ფინალი. დასკვნითი თამაში გაიმართება 24 დეკემბერს.
სამ საპრიზო ადგილზე გასული გუნდის ყველა მონაწილეს დააჯილდოვებს ხელოვნების უნივერსიტეტი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომისია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სხვა მხარდამჭერები.
ოლიმპიადის ორგანიზატორია სტუდენტური კლუბი "24".

სრულად

ნინო წულაია "ნიჭიერის" ნახევარფინალში

10 დეკემბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტი ნინო წულაია საქართველოს ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭერი"-ის ნახევარფინალში მოხვდა და მეორე ადგილი მოიპოვა. უნივერსიტეტის რექტორატი ულოცავს ნინოს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ფინალში გამარჯვებას უსურვებს.
სრულად

პრომეთე "საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის" ზაზა ხალვაშის ფილმს

6 დეკემბერი 2015 წელი

5 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა.
ფესტივალზე წარდგენილი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის, რეჟისორ ზაზა ხალვაშის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სოლომონი“(მონტაჟის რეჟისორი პროფესორი ზურაბ ქავთარაძე, ოპერატორი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მამუკა ჩხიკვაძე, მხატვარი პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი.)
ნამუშევარმა მოიპოვა „პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის.“ ფილმის გადაღებებში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი რეჟისურის სპეციალობის სტუდენტები.
უნივერსიტეტის რექტორატი ულოცავს მთელს შემოქმედებით კოლექტივს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
სრულად

ზაზა ურუშაძის მასტერკლასი

5 დეკემბერი 2015 წელი

"აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 7, 8 და 9 დეკემბერს ქართველმა კინორეჟისორმა და სცენარისტმა ზაზა ურუშაზემ ჩაატარა მასტერკლასი რეჟისურაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930