სტუდენტებს გიწვევთ ფორუმზე

სურათი

14 მარტი 2016 წელი

2016 წლის 19-20 მარტის ჩათვლით, ჩაქვში, სასტუმრო „OASIS” -ში გაიმართება ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი, რომელშიც მონაწილეობის მიღების მსურველები შეირჩევიან გასაუბრების გზით. ფორუმის შიდა სამუშაო თემა იქნება მოხალისეობა.

გასაუბრება გაიმართება:

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში -15 მარტი12:00 სთ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში -15 მარტი 12:00 სთ.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში -16 მარტი 14:00 სთ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წამომადგენლობა- 16 მარტი 12:00 სთ.

გასაუბრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია იხილეთ უმაღლესი სასწავლებლების საინფორმაციო დაფებზე და დეპარტამენტის ვებ-გვერდზე www.dsy.gov.ge.

ფორუმი რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფორუმის ფარგლებში მოხდება რეგიონის პრობლმების დასახვა, განხილვა, მათი მოგვარების გზების პოვნა ფორუმში მონაწილე ახალგაზრდების მიერ, ასევე მოწვეული იქნებიან მომხსნებლები, როგორც არასამთავრობო ისე სამთავრობო სექტორებიდან, რომლებიც ახალგაზრდებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებებსა და ხედვებს რეგიონალური პოლიტიკის შესახებ, ფორუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სიმულაციები, სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50 აქტიური ახალგაზრდა.

ფორუმის საშუალებით ახალგაზრდები მიიღებენ როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ გამოცდილებას, ჩართულები იქნებიან კონკრეტული პრობლემების დასახვისა და მოგვარების გზების ნახვაში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031