ახალი ამბები

მასტერ კლასი

22 ოქტომბერი 2015 წელი

გაიმართა ჟურნალისტ თემურ კიღურაძის მასტერკლასი. მან ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე. ის აშუქებედა საქართველო-რუსეთის ომს, ოპერაციას ავღანეთში, სამოქალაქო ომს ლიბიაში, უკრაინის ომს და სხვა კონფლიქტებს. იყო BBC-ის და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ასევე თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ქართულ მედია ორგანიზაციებთან. შეხვედრის დასასრულ ჟურნალისტმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

სტუდენტების საყურადღებოდ!

21 ოქტომბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ხუთშაბათს 14:00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტის საკონეფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მასტერ-კლასი ჟურნალისტ თემურ კიღურაძესთან თემაზე ”კონფლიქტების გაშუქება"
სრულად

იური მეჩითოვის მასტერკლასი

16 ოქტომბერი 2015 წელი

ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ჩაატარა მასტერკლასი ფოტოგრაფიის ხელოვნებაში. სტუდენტებს გააცნო საკუთარი შემოქმედება. ესაუბრა მის ახალ ფოტოპროექტზე - საქართველო ორ-ორ სურათად, უპასუხა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს.
სრულად

ქეთევან გოგოლაძე - 70

15 ოქტომბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსს ქეთევან გოგოლაძეს 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რექტორატის სახელით იუბილარი დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და გადაეცა ფულადი თანხა.
სრულად

შეხვედრა იური მეჩითოვთან

13 ოქტომბერი 2015 წელი

16 ოქტომბერს, 12:00 სათზე მოეწყობა შეხვედრა ცნობილ ქართველ ფოტოგრაფთან იური მეჩითოვთან. თანამედროვე ხელოვნების სივრცე და მეჩითოვი-დეისაძის სახელოსნო წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის ფოტოპროექტს - საქართველო ორ-ორ სურათად. აუდიტორია 51.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031