ახალი ამბები

კინო-ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა სტუდენტებისთვის

4 ნოემბერი 2015 წელი

გაიმართა შეხვედრა აჭარის გნათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ქალბატონ ნათია სირაბიძესთან. მან ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ პროგრამებზე, რისთვისაც 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 35 ათასი ლარი. კინო და ტელერეჟისურის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ დაფინანსება საკუთარი სადიპლომო თუ საკურსო ფილმების გადასაღებად. მან ასეე პასუხი გასცა სტუდენთა შეკითხვებს.
სრულად

პროფესორ-ემერიტუსის ქეთევან გოგოლაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება

3 ნოემბერი 2015 წელი

გრძელდება გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი. დღეს ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის ქეთევან გოგოლაძის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "პიტერ გოლდი სტუმრად "აიდიოსთან".ფილმი ასახავს ინდიანას უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგის, ანთროპოლოგის პიტერ გოლდის შეხვედრას მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან 2012 წლის ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა ეთნომუსიკოლოგმა ვიდეოზე ჩაიწერა ანსამბლის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა.
სრულად

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი

2 ნოემბერი 2015 წელი

2 ნოემბერს გაიხსნა და 4 ნომბერამდე გაგრძელდება ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ინიციატივითა და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამაშია სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები, მასტერკლასები, ვორქშოფები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება.(იხ.პროგრამა სრულად)
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

27 ოქტომბერი 2015 წელი

ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ატარებს „სტუდენტ-ახალგაზრდულ“ დღეებს მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან. დაგეგმილია სპორტული აქტიობები, შემოქმედებითი ღონისძიებები, ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ლიტერატურული საღმოები, ფილმების ჩვენებები. მონაწილეობის მიღების მსურველებმა მიმართეთ უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას.
სრულად

ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის „ჯორჯ ბალანჩინის“ პრემიერა

24 ოქტომბერი 2015 წელი

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის „ჯორჯ ბალანჩინის“ პრემიერა, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ხელისუფლების, კულტურისა და საზოგადოებრიობის წარმომადგებლები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930