ახალი ამბები

გილოცავთ!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ბედნიერების, სიხარულის შემოქმედებითი წინსვლისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2016 წელი.
სრულად

აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს «2015 წლის ანგარიში და შეხვედრა წარმატებულ კოლექტივებთან»

29 დეკემბერი 2015 წელი

2015 წლის 29 დეკემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამიშვილი, მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე სამინისტროს კონკურსებში და პროგრამებში ჩართულ წარმატებულ შემოქმედებით კოლექტივების ხელმღვანელებს და შემსრულებლებს შეხვდნენ. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი ესწრებოდა.
შეხვედრაზე კულტურის მიმართულებით ერთი წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თეონა ბერიძემ წარადგინა.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მადლობა გადაუხადა შემოქმედებით კოლექტივებს და შემსრულებლებს სამინისტროს პროგრამებში მონაწილეობისთვის და საჩუქრად წიგნი-ალბომი “აჭარის საგანძური“ გადასცა. საჩუქრები გადაეცათ ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორებს ირა ხერჟს, ლალი ჭელიძეს, ნინო ჩაიძეს, ქეთევან რაზმაძეს.
სრულად

საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა „ბათუმი“ ზამთრის სერია 2015, ფინალი

25 დეკემბერი 2015 წელი

24 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადა "ბათუმი" ზამთრის სერია 2015-ის ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 6 გუნდი. მესამე ადგილზე გავიდა შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის გუნდი "მუზა" (38,7 ქულა), მეორე ადგილზე - სასულიერო გიმნაზიის გუნდი "ჭოტი" (42,0 ქულა), ხოლო გამარჯვებული გახდა მე-7 სკოლის გუნდი "ფესტინა-ლენტე" (47,1 ქულა).
გამარჯვებულები დააჯილდოვა ხელოვნების უნივერსიტეტმა, გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში", აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიამ.
ოლიმპიადის მესამე სეზონი გაიმართება 2016 წლის გაზაფხულზე.
სრულად

საახალწლო კარნავალი

23 დეკემბერი 2015 წელი

საახალწლო კარნავალზე მიიპატიჟეს სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის თანამშრომლები. საკარნავალო ტანსაცმელში გამოწყობილებმა "ჩამჭრელი" კითხვები დაუსვეს მოწვეულ სტუმრებს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრეთ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს.
სრულად

განცხადება

16 დეკემბერი 2015 წელი

საქართველოს მენეჯმენტის სკოლა, მასპინძლობის მენეჯმენტის განვითარების მიზნით მართავს სამუშაო შეხვედრას ლაურეატის ჯგუფის წარმომადგენლებთან 17 დეკემბერს 15-00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში. საქართვრლოს მენეჯმენტის სკოლის მისიაა აღზარდოს და განავითაროს პროფესიონალები, რომლებიც თვალსაჩინო წვლილს შეიტანენ ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორის განვითარებაში. სკოლა თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930