უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ახალი ამბები

რუსუდან ქუთათელაძე - დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორია ; ვენის კლასიკური სკოლა; ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.

თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი’’, 2013 წ.

წიგნში მოთხრობილია დიდი გერმანელი კომპოზიტორის , ვენის კლასიკური სკოლის დამაგვირგვინებლის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ქართულ-ენოვანი წიგნია, რომლიდანაც მკითხველს მშობლიურ ენაზე მიეწოდება ამომწურავი ცნობები გენიალური ხელოვანის შესახებ. ვრცლადაა გაშუქებული ის ცალკეული ნაწარმოებები, რომელიც უწინდელ სახელმძღვანელოებში იდეოლოგიურ მიზეზთა გამო არ იყო მოცემული, ასეთია მაგალითად MISSA SOLEMNIS, საორგანო შემოქმედება, ვოკალური ციკლი, სავიოლინო სონატები და ცალკეული საკვარტეტო თხზულებები.

წიგნი განკუთვნილია მოსწავლე ახალგაზრდობისა და კლასიკური მუსიკით დაინტერესებულ მკითხველთა წრეებისათვის.
სრულად

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა

თბილისი, 2014.

2006 წელს იკრომმა გამოსცა სახელმძღვანელო. 2014 წელს მომზადდა მეორე გამოცემის ქართული ვერსია-„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა“ ეს არის დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისათვის საქართველოში და მისი მიზანია წაახალისოს სკოლების მონაწილეობა და ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.
სრულად

მელვინ მენჩერის ახალი ამბების გაშუქება და წერა

მეთორმეტე გამოცემა. გამომცემლობა „დიოგენე“ 2013 წ.


ჟურნალისტიკა, რომელიც ამ წიგნს დაედო საფუძვლად, შეიძლება ეწოდოს საზოგადოებრივი სახე, რომელიც ადამიანებს გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ინფორმაციას აწვდის. ეს წიგნი დეტალურად ასახავს თანამედროვე ჟურნალისტიკის სიახლეებს. და ძალიან დაეხმარება , როგორც ჟურნალისტიკის რთულ გზაზე ახალშემდგარ ახალგაზრდებს, ასევე გამოცდილ ჟურნალისტებსაც.
სრულად

დრო , ხელოვანი, ხელისუფლება -Time, Artist, Authority.

თბილისი, გამომცემლობა ‘კენტავრი“

მეოთხე წიგნი სერიისა “ XX -საუკუნის ხელოვნება“ წარმოადგენს ერთი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ნაშრომების კრებულს, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგებს- თეატრს, კინოს, მუსიკას, სახვით ხელოვნებას და მედიას ეძღვნება.

გამოცემის რედაქტორია პროფესორი ნატო გენგიური.
სრულად

ნ.კახიძე - ეტრატზე ამეტყვებული ისტორია

ნაშრომის „ეტრატზე ამეტყვებული ისტორია „ -მიზანია XII- XVII ს. წერილობითი წყაროს და სხვა შესაბამისი შესადარებელი მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მკითხველს გააცნოს მატიანის მნიშვნელობა ისტორიული სამხრეთ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცხოვრების, საგვარეულოთა ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, მიგრაციული პროცესების ისტორიისა და ეთნოგრაფიული ყოფის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა საკითხების შესწავლაში. ნაშრომი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს მკვლევარებს,ფართო მკითხველს და ვინც დაინტერესებულია სამხრეთ- დასავლეთ საქართველოს წარსულის, მისი ისტორიულ- ეთნოლოგიურ პრობლემების შესწავლაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031