ახალი ამბები
ვახტანგ ბესელია : Vakhtang Beselia : ფერწერა, გრაფიკა, სცენოგრაფია : კატალოგი
აჭარის ა. რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. ბათუმი 2014 წ.
პროექტი განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის ავტორი და შემდგენელია გიორგი ჯანბერიძე. კომპიუტერული მაკეტი - გეგა პაქსაშვილი. ფოტოგრაფია - ლუკა ბესელია. ტექსტი - რატი ჩიბურდანიძე.
ალბომში ასახულია ვახტანგ (ბესო) ბესელიას ბიოგრაფიული ცნობები, ცხოვრება და მოღვაწეობა. უხვადაა წარმოდგენილი მხატვრის ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ მისი შემოქმედების ფორმისა და შინაარსის ჰარმონიაზე.
წიგნი კარგი საჩუქარია ხელოვნების ჭეშმარიტი დამფასებლებისათვის.
სრულად

ბათუმი კინოში - Batumi in Cinema - პროექტისა და წიგნის ავტორი ოლიკო ჟღენტი
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო - ბათუმი 2014 წ.
წიგნში გამოყენებულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურის, ხელოვნების და კინო-ფოტო-დოკუმენტების განყოფილებების, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტუდია „ დამოუკიდებელი კინოპროექტის„ მასალები.
ბათუმში უამრავი მხატვრული თუ დოკუმენტური კინო გადაუღიათ. წიგნში ქრონოლოგიურადაა მოწოდებული მკითხველისადმი ყველა ის ფილმი, რომელიც ბათუმშია გადაღებული. მრავლადაა გამოყენებული ამა თუ იმ ფილმის გადაღების ამსახველი ფოტოები და მომენტები.

დევიდ ბრაუნდი - საქართველო ანტიკურ ხანაში წიგნის ქართული გამოცემა
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,“- 2014 წ.
ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოცემულ პირველ სრულ ისტორიას ანტიკური ხანის საქართველოს შესახებ. წიგნი ემსახურება ძველი საქართველოს ისტორიის წარმოჩენას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე და წარმოადგენს დასავლეთის მეცნიერებისათვის ნაკლებად შესწავლილი რეგიონის ისტორიას. მითები პერიფერიის შესახებ , განსაკუთრებით მედეასა და ოქროს საწმისის შესახებ; ბერძნული კოლონიზაცია; პომპეუსის მიერ მითრიდატეს იმპერიის დაპყრობა, ბიზანტიის ომები და სხვა მრავალი.
გამოცემის რედაქტორია: ნინო ინაიშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი.
ქართული ტექსტის რედაქტორი: თამარ სირაძე, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი.

ფრედ შუკი/ ჯონ ლარსონი/ ჯონ დეარსიო - სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება და ტელეჟურნალისტიკა
საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წ.
წიგნი გამოადგებათ, როგორც ვიდეოჟურნალისტიკის საფუძვლებით დაინტერესებულ პირებს, ასევე გამოცდილ პროფესიონალებსაც კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში. პროფესიონალები, რომლებიც უკვე წლებია ამ სფეროში მუშაობენ, წიგნიდან არა ერთ სასარგებლო დეტალს გაიხსენებენ.

რუსუდან ქუთათელაძე - დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორია ; ვენის კლასიკური სკოლა; ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.
თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი’’, 2013 წ.
წიგნში მოთხრობილია დიდი გერმანელი კომპოზიტორის , ვენის კლასიკური სკოლის დამაგვირგვინებლის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ქართულ-ენოვანი წიგნია, რომლიდანაც მკითხველს მშობლიურ ენაზე მიეწოდება ამომწურავი ცნობები გენიალური ხელოვანის შესახებ. ვრცლადაა გაშუქებული ის ცალკეული ნაწარმოებები, რომელიც უწინდელ სახელმძღვანელოებში იდეოლოგიურ მიზეზთა გამო არ იყო მოცემული, ასეთია მაგალითად MISSA SOLEMNIS, საორგანო შემოქმედება, ვოკალური ციკლი, სავიოლინო სონატები და ცალკეული საკვარტეტო თხზულებები.
წიგნი განკუთვნილია მოსწავლე ახალგაზრდობისა და კლასიკური მუსიკით დაინტერესებულ მკითხველთა წრეებისათვის.