ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა
ბიბლიოთეკიდან წიგნისა და სხვა ლიტერატურის გატანა
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია
1 პირს რომელსაც სურს ისარგებლოს საბიბლიოთეკო რესურსით, უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად)
ბ) 1 ცალი ფოტოსურათი 3 Х 4 ზე
გ) ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართის (ფაქტობრივი და იურიდიული) საკონტაქტო ტელეფონი /. მობილური ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.
დ) ბიბლიოთეკაში რეგისტრირებულ მკითველს( მომხმარებელს) ენიჭება მკითხველის ბარათის ნომერი
ე) რეგისტრაციის დასრულებამდე ბიბლიოთეკის მკითხველი(მომხმარებელი) ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს, რასაც ადასტურებს მომხმარებლის ბარათზე ხელმოწერით
ვ) მკითხველი ( მომხმარებელი) ვალდებულია შეატყობინოოს ბიბლიოთეკას საკონტაქტო ნომრის, საცხოვრებელი მისამართის და ელ. ფოსტის შეცვლის შესახებ.)
ბიბლიოთეკიდან აბონენტით მომსახურებისას არ გაიცემა:
ა) რარიტეტი
ბ) წიგნი, რომლის მხოლოდ 1 ან 2 ეგზემპლარი ინახება ბიბლიოთეკაში
გ) პერიოდული გამოცემები (ჟურნალი, გაზეთი)
დ) 1921 წლამდე გამოცემული წიგნები
ე) აუდიო, ვიდეო, დოკუმენტები
ვ) ენციკლოპედიები
ზ )ლექსიკონები
ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობისას მკითხველისთვის(მომხარებლისათვის) დაშვებულია:
ა) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა
ბ) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა
გ) CD დისკების გამოყენება, ბიბლიოთეკართან შეთანხმებით
დ) უნივერსიტეტის ვებ გვერდითა და სხვა შემეცნებითი ან საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობა
ზ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა
 
 





