ახალი ამბები

დისტანციური მასტერკლასები სან-ფრანცისკოსა და ბათუმს შორის გრძელდება

19 მარტი 2014 წელი

გრძელდება დისტანციური მასტერკლასები სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის. სან-ფრანცისკოელი და ბათუმელი სტუდენტები აგრძელებენ მიცემული დავალებების შესრულებას. ამჯერად მიმდინარეობს სცენარზე მუშაობა.
სრულად

გამოფენა ოზურგეთში

18 მარტი 2014 წელი

ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში 18 მარტს გაიხსნა ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 20 აპრილამდე გასტანს.
სრულად

ირანელი რეჟისორის მასტერკლასი

17 მარტი 2014 წელი

კანის კინოფესტივალის პრიზიორმა ირანელმა რეჟისორმა მოჰსენ მაჰმალბაფმა ჩაატარა მასტერკლასი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
მაჰმალბაფი 1957 წლის 29 მაისს ირანში დაიბადა. მისმა ფილმმა 2001 წელს მიიღო კანის კინოფესტივალის პრიზი.
ცნობილი კინორეჟისორი 27 წიგნის, 18 სრულმეტრაჟიანი, 3 დოკუმენტური და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია. მას კინოსფეროში 40-ზე მეტი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული
სრულად

კონცერტი ფოთში

16 მარტი 2014 წელი

ფოთის აკაკი ხორავას სახელობის სახელოვნები სასწავლებელში გაიმართა კონცერტი მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით.
სრულად

სპექტაკლის ჩვენება

14 მარტი 2014 წელი

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის მე-3 კურსმა წარმოადგინა სპექტაკლი "თუთიყუში". მონაწილეობდნენ: გიორგი არველაძე, გიორგი ძირკვაძე, დავით დიასამიძე, გოგიტა დიდმანიძე. სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვ. ბიბილეიშვილი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მ. ლებანიძე, მეტყველების პედაგოგი - ასოცირებული პროფესორი თ. მეიშვილი.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031