ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2 აპრილი 2014 წელი

სტუდენტთა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ევროპის აკადემიური ცენტრის პრეზენტაცია ჩატარდება 11 აპრილს 12:00 საათზე. აუდიტორია 51.
სრულად

დანიელი პროფესორის მასტერკლასი

2 აპრილი 2014 წელი

მიმდინარე წლის 5 აპრილს 11-00 საათზე მასტერკლასს ჩაატარებს დანიაში მოღვაწე მუსიკალური სკოლის "გრადუს ფორტეპიანოს" დამაარსებელი, პროფესორი მარტინ ლიშოლმ ჯეფსენი. ღონისძიება გაიმართება ბათუმის სამუსიკო თერთმეტწლედის მცირე დარბაზში. მის: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 20.
სრულად

დანიელი პიანისტების კონცერტი

1 აპრილი 2014 წელი

მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიმართება კონცერტი დანიელი პიანისტების, მუსიკალური სკოლის "გრადუს ფორტეპიანოს" მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიება ჩატარდება ბათუმის მე-2 სამუსიკო სკოლის დარბაზში. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 48. (ყოფილი გოგებაშვილის ქ. 48.)
სრულად

ევროპის აკადემიური ცენტრის შეთავაზება

31 მარტი 2014 წელი

ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ პრეზენტაციის გამართვას თქვენს უნივერსიტეტში 2014 წლის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც განხილული იქნება ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში არსებული პროგრამები, ყურადღება გამახვილდება გაეროს ნიუ იორკის, სტრასბურგის, მადრიდის, პრაღაში სტაჟირებისა და საზაფხულო სკოლების დეტალებზე, მონაწილეობის პირობებისა და სპეციალურად სტუდენტთათვის არსებულ შეღავათებზე.
სრულად

კონცერტი ხელოვნების ცენტრში

31 მარტი 2014 წელი

29 მარტს ხელოვნების ცენტრში გაიმართა კონცერტი. შესრულდა არიები ჯაკომო პუჩინის, ჟორჟ ბიზეს, პიეტრო მასკანის, ჯუზეპე ვერდის, ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებიდან.
არიები ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან ნონა კორიფაძესთან ერთად არმაზ დარაშვილმა შეასრულა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების პირველ სოლო კონცერტს აკომპანირება მუსიკალური ცენტრის ორკესტრმა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მამუკა ალაფიშვილის დირიჟორობით გაუწია.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031