ახალი ამბები
გამოფენა ოზურგეთში
18 მარტი 2014 წელი
ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში 18 მარტს გაიხსნა ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 20 აპრილამდე გასტანს.
სრულად
ირანელი რეჟისორის მასტერკლასი
17 მარტი 2014 წელი
კანის კინოფესტივალის პრიზიორმა ირანელმა რეჟისორმა მოჰსენ მაჰმალბაფმა ჩაატარა მასტერკლასი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
მაჰმალბაფი 1957 წლის 29 მაისს ირანში დაიბადა. მისმა ფილმმა 2001 წელს მიიღო კანის კინოფესტივალის პრიზი.
ცნობილი კინორეჟისორი 27 წიგნის, 18 სრულმეტრაჟიანი, 3 დოკუმენტური და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია. მას კინოსფეროში 40-ზე მეტი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული
სრულად
მაჰმალბაფი 1957 წლის 29 მაისს ირანში დაიბადა. მისმა ფილმმა 2001 წელს მიიღო კანის კინოფესტივალის პრიზი.
ცნობილი კინორეჟისორი 27 წიგნის, 18 სრულმეტრაჟიანი, 3 დოკუმენტური და 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია. მას კინოსფეროში 40-ზე მეტი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული
კონცერტი ფოთში
16 მარტი 2014 წელი
ფოთის აკაკი ხორავას სახელობის სახელოვნები სასწავლებელში გაიმართა კონცერტი მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით.
სრულად
სპექტაკლის ჩვენება
14 მარტი 2014 წელი
სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის მე-3 კურსმა წარმოადგინა სპექტაკლი "თუთიყუში". მონაწილეობდნენ: გიორგი არველაძე, გიორგი ძირკვაძე, დავით დიასამიძე, გოგიტა დიდმანიძე. სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვ. ბიბილეიშვილი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მ. ლებანიძე, მეტყველების პედაგოგი - ასოცირებული პროფესორი თ. მეიშვილი.
სრულად
სან-ფრანცისკო-ბათუმი - დისტანციური მასტერკლასი
12 მარტი 2014 წელი
გრძელდება დისტანციური მასტერკლასები სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის. ორი უმაღლესი სასწავლებლის კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტები ერთობლივ პროგრამაზე მუშაობენ. შეირჩა თემები, რომლის მიხედვით წერენ სცენარებს, მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია ერთობლივი ფილმების გადაღება. სასწავლო წლის დასასრულს კი დაგეგმილია ფილმების ჩვენება.
სრულად