ახალი ამბები

სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია

18 თებერვალი 2015 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები წარუდგინეს.

კულტურის სფეროს მიმართულებით გამოცხადებულია სამი კონკურსი:კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის, თავისუფალი პროექტების, ახალი ინიციატივების მხარდაჭერის და ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსი. საბუთების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება.

ასევე, შეხვედრაზე გაიმართა განათლების მიმართულებით „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საბუთების მიღება მიმდინარეობს 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

9 თებერვალი 2015 წელი

2015 წლის 2-7 ივნისს ტარდება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი.
საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ფილმის წარდგენის ბოლო ვადაა 5 მაისი!

ონლაინ აპლიკაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე:www.tbilisistudentfilmfestival.ge
სრულად

სახელოვნებო დაწესებულებების ევროპული ლიგა(ELIA) იწვევს სტუდენტებს

8 თებერვალი 2015 წელი

სახელოვნებო დაწესებულებების ევროპული ლიგა(ELIA) იწვევს დამამთავრებელი კურსის(ან მაქსიმუმ ერთი წლის კურსდამთავრებულებს) სტუდენტებს ელიას ყოველწლიურ მეშვიდე ფესტივალზე.
სრულად

9,4 მილიონი უმაღლეს სასწავლებლებს ბათუმში

18 იანვარი 2015 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტები აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში 9,4 მილიონი ლარით დაფინანსდება. უმაღლესი სასწავლებლების სუბსიდირება უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მოხდება.
სრულად

რექტორის არჩევნები

13 იანვარი 2015 წელი

გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც ფარული კენჭისყრით, მეორე ვადით უნივერსიტეტის რექტორად აირჩია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ერმილე მესხია.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728