ახალი ამბები

მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზოცია

13 იანვარი 2015 წელი

სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორმა თამილა მეიშვილმა ჩაატარა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?" სამსახიობო სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტებმა წაიკითხეს ილია ჭავჭვაძის პუბლიცისტიკა და ქართველი პოეტების ლექსები.
სრულად

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს!
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსები

29 დეკემბერი 2014 წელი

29 დეკემბერს გაიმართა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ხელოვნების უნივერსიტეტის 5 ემერიტუსს: მუსიკის ფაკულტეტის პროფესორებს ქეთევან გოგოლაძეს, ირა ხერჟს, მურმან მახარაძეს, სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებს ვახტანგ(ბესო)ბესელიას და ოთარ დარჩიას გადაეცათ ემერიტუსის დიპლომები. გაიმართა კონცერტი პროფესორ-ემერიტუსთა სტუდენტების მონაწილეობით.
სრულად

ვასილ კიკნაძე - 85

24 დეკემბერი 2014 წელი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ვასილ კიკნაძეს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები ულოცავენ ბატონ ვასოს საიუბილეო თარიღს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ. ბატონი ვასო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ხელოვნების უნივერსიტეტში.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში

20 დეკემბერი 2014 წელი

ცნობილი ინგლისელი მწერლის უილიამ შექსპირის დაბადების 450 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფოთის სახელმწიფო თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „ჰამლეტი“ (უ. შექსპირი). სპექტაკლის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ, ფოთის თეატრის მმართველმა თ. ხუხიამ და უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მსახიობის ფოთის მიზნობრივი ჯგუფის სტუდენტებმმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს უნივერიტეტს, თეატრსა და სტუდენტს შორის ურთიერთვალდებულებების შესახებ.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728