ახალი ამბები
სპეციალური ფასდაკლება სტუდენტებისათვის
თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციისა და უშუალოდ მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, თეატრში ამოქმედდა ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება სტუდენტებისათვის. ამიტომ, საგანგებოდ მათთვის, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ბილეთი პრემიერაზე 10, ხოლო სხვა სპექტაკლებზე 5-7 ლარი ეღირება.
თეატრმა უკვე გამოყო 100 ბილეთი თითოეულ სპექტაკლზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონებში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. ოპერის სალაროში ბილეთების შეძენისას აუცილებელი პირობა მხოლოდ სტუდენტის ბილეთის წარდგენაა.
სრულად

სტუდენტებს გიწვევთ ფორუმზე
14 მარტი 2016 წელი
2016 წლის 19-20 მარტის ჩათვლით, ჩაქვში, სასტუმრო „OASIS” -ში გაიმართება ფორუმი თემაზე: რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი, რომელშიც მონაწილეობის მიღების მსურველები შეირჩევიან გასაუბრების გზით. ფორუმის შიდა სამუშაო თემა იქნება მოხალისეობა.(ტექსტი იხ. სრულად)
სრულად
სტუდენტთა დასაქმება!
4 მარტი 2016 წელი
მიდინარე წლის 25 მაისს ტარდება დასაქმების ფორუმი, ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან და აპლიკანტებს საშუალება მიეცემათ წარადგინონ საკუთარი თავი. დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ ქმნის ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება გამოცხადებული ახალი პოზიციების შესავსებად.
დასაქმების ფორუმი მოგცემთ საშუალებას სტუდენტებმა წარუდგინოთ თქვენი CV 60-მდე წამყვან ორგანიზაციას, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი კონკრეტული, ღია ვაკანსიებით.
იმისათვის რომ მიიღოთ მონაწილეობა „დასაქმების ფორუმი 2016“-ში, აუცილებელია დარეგისტრირდეთ. კერძოდ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა (იხილეთ www.HR.ge).

ირანის გენერალური კონსულის ვიზიტი
26 თებერვალი 2016 წელი
უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ირანის გენერალური კონსული. მარტში ბათუმში ირანელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, რომელსაც ხელოვნების უნივერსიტეტი უმასპინძლებს. რექტორთან შეხვედრაზე საუბარი ირანთან სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივებს, ირანის სახელოვნებო უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების ამოქმედებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას შეეხო. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ირანთან 2 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში არაერთი აქტივობა განხორციელდა.
სრულად
გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში
25 თებერვალი 2016 წელი
24 თებერვალს ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა ბათუმის ნ.კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და აჭარის მხატვართა კავშირის მხატვრების ბლიც-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების: ქეთევან ფილიპოვას, მიხეილ კვაჭაძის, ბექა ბოლქვაძის, ქეთევან ვაჩეიშვილის, მაია გერსამიას, ნოდარ კვირკველიას, გელა გორგილაძის ნამუშევრები.
სრულად