ახალი ამბები
გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი
2 ნოემბერი 2015 წელი
2 ნოემბერს გაიხსნა და 4 ნომბერამდე გაგრძელდება ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ინიციატივითა და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამაშია სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები, მასტერკლასები, ვორქშოფები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება.(იხ.პროგრამა სრულად)
სრულად
სტუდენტთა საყურადღებოდ!
27 ოქტომბერი 2015 წელი
ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ატარებს „სტუდენტ-ახალგაზრდულ“ დღეებს მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან. დაგეგმილია სპორტული აქტიობები, შემოქმედებითი ღონისძიებები, ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ლიტერატურული საღმოები, ფილმების ჩვენებები. მონაწილეობის მიღების მსურველებმა მიმართეთ უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას.
სრულად
ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის „ჯორჯ ბალანჩინის“ პრემიერა
24 ოქტომბერი 2015 წელი
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის „ჯორჯ ბალანჩინის“ პრემიერა, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ხელისუფლების, კულტურისა და საზოგადოებრიობის წარმომადგებლები.
სრულად
ვორკშოპი
23 ოქტომბერი 2015 წელი
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ორშაბათს 10: 30 საათზე ჩატარდება თანამედროვე იაპონური ხელოვნების-კირიეს არტისტის შუ კუბოს ვორქშოპი.(დაწვრილებით ინფორმაცია იხ.)
სრულად
მასტერ კლასი
22 ოქტომბერი 2015 წელი
გაიმართა ჟურნალისტ თემურ კიღურაძის მასტერკლასი. მან ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებაზე. ის აშუქებედა საქართველო-რუსეთის ომს, ოპერაციას ავღანეთში, სამოქალაქო ომს ლიბიაში, უკრაინის ომს და სხვა კონფლიქტებს. იყო BBC-ის და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ასევე თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ქართულ მედია ორგანიზაციებთან. შეხვედრის დასასრულ ჟურნალისტმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად