ახალი ამბები

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ჩაერთო Erasmus+ საგრანტო პროგრამაში

12 აგვისტო 2019 წელი

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზულური და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა.
სრულად

აჭარის მოდის კვირეული

28 ივლისი 2019 წელი

ყოველ ზაფხულს ბათუმი მოდის მიმდევრებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერებისა და ბრენდების ახალ კოლექციებს სთავაზობს. მოდის კვირეული უკვე მეხუთედ იმართება, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ახალგაზრდა დიზაინერები და ერთმანეთთან დააკავშიროს მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
სრულად

„ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“

28 ივლისი 2019 წელი

ხულოში გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საერთაშორისო კინოპროექტის - „DocNomads - TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“ პრეზენტაცია.
სრულად

საზაფხულო კინოსკოლა გაიხსნა

27 ივლისი 2019 წელი

წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა პროექტი - „DocNomads-TAFU - ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლა“.
სრულად

24 და 25 ივნისს ფესტივალში „ბათუმის ცის ქვეშ“, რომელიც გენუის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია, მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო და ვოკალური ჯგუფები, დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე, პიანისტი ნინო ნიშნიანიძე.

26 ივლისი 2019 წელი

ფესტივალში მონაწილეობდა ჩინეთის ქალაქ სიჩუენის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც დირიჟორობდა იტალიელი მაესტრო ლორენცო ტაციერი. ჩინელ მუსიკოსებთან ერთად ორკესტრში მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც უკრავდნენ.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031