აჭარის მოდის კვირეული

სურათი

28 ივლისი 2019 წელი

ყოველ ზაფხულს ბათუმი მოდის მიმდევრებს როგორც  ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერებისა და ბრენდების ახალ კოლექციებს სთავაზობს. მოდის კვირეული უკვე მეხუთედ იმართება, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ახალგაზრდა დიზაინერები და ერთმანეთთან დააკავშიროს მოდისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

წელს Adjara Fashion Week-ის დეფილე სამ ლოკაციაზე Grand Hotel Blask Sea, Batumi Mall და ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მოდის კვირეულზე, პროფესიონალ დიზაინერებთან ერთად, საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალბედა დიზაინერებმა აჩვენეს საკურსო და სადიპლომო კოსტიუმები, რითაც მოდის კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის სპეციალობის სტუდენტთა  მონაწილეობას აჭარის მოდის კვირეულზე კოორდინირებას უწევდა  ასოცირებული პროფესორი, დიანა თალაკვაძე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031