24 და 25 ივნისს ფესტივალში „ბათუმის ცის ქვეშ“, რომელიც გენუის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია, მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო და ვოკალური ჯგუფები, დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე, პიანისტი ნინო ნიშნიანიძე.

სურათი

26 ივლისი 2019 წელი

24 და 25 ივლისს ფესტივალში ,,ბათუმის ცის ქვეშ“, რომელიც გენუის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია, მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საორკესტრო და ვოკალური ჯგუფები, დირიჟორი გიორგი აფრიამაშვილი, ქორმაისტერი სალომე ცეცხლაძე, პიანისტი ნინო ნიშნიანიძე. შესრულედა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

ფესტივალში მონაწილეობდა ჩინეთის ქალაქ სიჩუენის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც დირიჟორობდა იტალიელი მაესტრო ლორენცო ტაციერი. ჩინელ მუსიკოსებთან ერთად ორკესტრში მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც უკრავდნენ.

საკონცერტო ტურნე იტალიაში გრძელდება, კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კონტრტენორი მურთაზ (ბაშა) ბაშელეიშვილი და პიანისტი ნინო ნიშნიანიძე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930