ახალი ამბები

ლიტერატურული საღამო

11 მაისი 2010 წელი

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურული საღამო ”ვაზეიმოთ სულიერება.” ხელმძღვანელი - მეტყველების კულტურის პედაგოგი, პროფესორი თამილა მეიშვილი.
სრულად

შეხვედრა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან

9 მაისი 2010 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ე. მესხია ბათუმში ვიზიტის დროს შეხვდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს ნ. რურუას. საუბარი შეეხო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიმდინარე წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეების ხელფასებისა და სტუდენტთა პროგრამული დაფინანსების პრობლემებს. ე. მესხიამ მინისტრს გააცნო ხელოვნების უნივერსიტეტის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები
სრულად

ფესტივალი ”სახიობა-2010”

27 აპრილი 2010 წელი

ჩატარდა სასკოლო თეატრალური კოლექტივების მეორე ფესტივალი ”სახიობა-2010”, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრანტები: გიორგი ქათამაძე, ირაკლი იორამაშვილი და ნინო დავითაშვილი.
სრულად

ტრენინგი და მასტერკლასი სტუდენტებისათვის

24 აპრილი 2010 წელი

ასოციაცია ”მეოხის” ორგანიზებით ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი, რომლის ფარგლებში მოეწყო კინოსტუდია ”მეოხის” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ”ღვთისმშობლის შესამოსელი” (რეჟისორი გიორგი გელაშვილი, მარიანა კალანდარიშვილი) ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა მასტერკლასი: დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის სპეციფიკა - გიორგი გელაშვილი, თინათინ ჭაბუკიანი; ანიმაციური ფილმი - ლადო სულაქველიძე.
სრულად

პროფესორის ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა

24 აპრილი 2010 წელი

აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორის ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031