ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ელიტა გაველეს ვიზიტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

8 მაისი 2014 წელი

8 მაისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. 

            შეხვედრის თემებია:

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი - ლატვიური გამოცდილება;

            თანამედროვე ლატვიური კულტურა.

 

            ქალბატონ ელტა გაველეს ხელშეწყობით 2013 წელს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა საქმიანი კავშირები დაამყარა ლატვიის დედაქალაქ რიგის უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 

კერძოდ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა:

ლატვიის ხელოვნების აკადემიასთან;

ლატვიის კულტურის აკადემიასთან; 

რიგის კონსერვატორიასთან;

ლატვიის კულტურის კოლეჯთან;

რიგის ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის ინსტიტუტთან; 

ხმის რეჟისურის სასწავლებელთან. 

 ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი, შემოქმედებითი, სამეცნიერო  და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930