ახალი ამბები

თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

17 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი მეუღლესთან ერთად ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლით პროგრამებსაც. სტუმრებმა ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სასწავლო აუდიტორიები და შემოქმედებითი სახელოსნოები დაათვალიერეს.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2014 წელი

15 სექტემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. (პროგრამა)
სრულად

კინოსკოლის წარდგენა

4 სექტემბერი 2014 წელი

„BIAFF-2014” კინოფესტივალის ფარგლებში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნება კინოსკოლა. კინოჩვენებების პარალელურად სცენარზე მუშაობის მასტერ-კლასს ცნობილი აზერბაიჯანელი რეჟისორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი ჩაატარებს. რეჟისურის მიმართულებით სტუდენტებს გამოცდილებას ალექსანდრე რეხვიაშვილი და მიხეილ კობახიძე გაუზიარებენ. რაც შეეხება პროდიუსინგს, ამ მხრივ დამწყები ხელოვანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში იმუშავებენ. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებასა და სრულფასოვანი პროექტების მომზადებას.
სრულად

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში - დაფინანსებული პროექტები

4 სექტემბერი 2014 წელი

თბილისის არქიტექტურული და ურბანული მემკვიდრეობა;

მოდერნის სტილი XX საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურაში

ხელოვნებათმცოდნოების დოქტორი, არქიტექტურის ისტრიკოსი მაია მანია

პროექტის ავტორი - მაია ჭიჭილეიშვილი

თანამედროვე საფორტეპიანო შემსრულებლობა ზოგადკულტურულ კონტექსტში; მასტერკლასი

სამუსიკო ხელოვნების დოქტორი ნინო ჟვანია

პროექტის ავტორი - ხათუნა მანაგაძე
სრულად

წიგნის „ბათუმი კინოში“ წარდგენა

3 სექტემბერი 2014 წელი

„ბათუმობის ფარგლებში“, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის ავტორობით გამოცემული წიგნის „ბათუმი კინოში“ წარდგენა
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031