წიგნის „ბათუმი კინოში“ წარდგენა

სურათი

3 სექტემბერი 2014 წელი

„ბათუმობის ფარგლებში“,  კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის ავტორობით გამოცემული წიგნის „ბათუმი კინოში“ წარდგენა.

 „ბათუმობის ფარგლებში“, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის ავტორობით გამოცემული წიგნის „ბათუმი კინოში“ წარდგენა.

წარდგენას დაესწრნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე,  აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი და ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. 

წიგნი „ბათუმი კინოში“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოიცა.   წიგნი მოიცავს მდიდარ ფოტო-კინო საარქივო მასალას აჭარის რეგიონში ქართული და უცხოური კინოსტუდიების მიერ გადაღებული ასამდე ფილმის შესახებ. ასევე, კინოში მოღვაწე ადამიანების მოგონებებს, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ანოტაციებს და ინგლისურენოვან რეზიუმეს. 

წიგნის პრეზენტაციის დროს კინოთეატრის ეკრანზე პირველად იყო ნაჩვენები ბათუმელი ჟურნალისტის ანზორ თალაკვაძის მიერ ნახევარი საუკუნის წინ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წვიმა“.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031