ახალი ამბები

წიგნის „ბათუმი კინოში“ წარდგენა

3 სექტემბერი 2014 წელი

„ბათუმობის ფარგლებში“, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ოლიკო ჟღენტის ავტორობით გამოცემული წიგნის „ბათუმი კინოში“ წარდგენა
სრულად

მოდების ჩვენება ბათუმში

23 აგვისტო 2014 წელი

23 აგვისტოს ბათუმის „Palm apartments“- ტერიტორიაზე (სულიკო ჟღენტის ქ. N 1) საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა. ბათუმმა შოუ-რუმს უმასპინძლა, რომელიც სამოდელო სააგენტო "ნატალისა" და მოდის სახლ "მანანა გოგლიჩიძის" პირველი ერთობლივი პროექტია. საღამოზე თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების ნაშრომები იყო წარმოდგენილი. გაიმართა ახალგაზრდა დიზაინერების ჩვენება. საღამო მანანა გოგლიჩიძის ახალი კოლექციით დაიხურა. მოეწყო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. პროექტის მხარდამჭერი ბათუმის კულტურის ცენტრია. საღამოს ქალაქის მერიც ესწრებოდა. საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის დაფუძნების მიზანი ახალგაზრდა სახეების აღმოჩენა და ხელშეწყობაა.
სრულად

ინტერაქტიულ-თეატრალური წარმოდგენა

15 აგვისტო 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ფსიქოდრამის“ ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიულ-თეატრალური წარმოდგენა „ არა- Stand- Art”. “ფსიქოდრამის“ პროექტის ფარგლებში შეიკრიბა არტისტებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, რომლებმაც განახორციელეს საზოგადოების სოციალურ-კულტურულ გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარის საშუალებით, რის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე აქტუალური სოციალურ-კულტურული პრობლემა
სრულად

შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან

13 აგვისტო 2014 წელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ე. მესხიასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გ. ბერიძის შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ბატონ მ. გიორგაძესთან. უნივერსიტეტის რექტორმა მინისტრს გააცნო სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანასებასთან დაკავშირებული პრობლემები. ბატონმა მ. გიორგაძემ გამოხატა მზადყოფნა დასმული პრობლემის გადასაწყვეტად და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აღუთქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები ექნებოდა შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან.
სრულად

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

18 ივლისი 2014 წელი

ქ. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ე. მესხიასა და ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორის თ. ხუფენიას შორის. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებითი პროექტების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930