ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

18 ნოემბერი 2014 წელი

მიმდინარე წლის 20 და 21 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ ლ. ხეთაგურის საჯარო ლექციები თემაზე"შექსპირის შემოქმედება და ცხოვრება", "შექსპირი და თანამედროვე თეატრი". დასაწყისი 14-00 საათზე.
სრულად

არქიტექტურული კონურსის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება

18 ნოემბერი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ მაკარაძე, დიანა ფარტენაძე და მათე თანდილავა არქიტექტურული კონურსის გამარჯვებულები არიან. მათი მიერ მომზადებული სოციალურის სახლის პროექტები ჟიურიმ 40 ნამუშევარს შორის გამოარჩია. კონკურსი შვეიცარიის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ბათუმის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც, საქართველოს გარდა, შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. პროექტის ავტორებმა გამარჯვებული სტუდენტები სიმბოლური საჩუქრებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. სტუდენტების მიერ შედგენილი არქიტექტურული პროქტებით ბათუმში სოციალური საცხოვრებელის აშენება იგეგმება.
სრულად

აბიურიენტების დამატებით ჩარიცხვის რეგისტრაციის ვადის შესახებ

10 ნოემბერი 2014 წელი

აბიტურიენტებს, რომლებმაც 2014 წელს გადალახეს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე. აბიტურიენტს უფლება არ აქვს გაიაროს რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ სავალდებულო და არჩევით საგნებს. განმეორებითი რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა 2014 წლის 18 ნოემბრის 10.00 საათიდან - 2014 წლის 24 ნოემბრის 20 საათამდე.
სრულად

ბრიტანეთის ელჩი ხელოვნების უნივერსიტეტში

8 ნოემბერი 2014 წელი

8 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ეწვია. დიპლომატმა საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეები დააჯილდოვა. ვორქშოპებში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი თეატრებისა და სხვა სახელოვნებო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ხელოვნების უნივერსიტეტიდანაც. ვორკშოპები მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა ხელოვნების უნივერსიტეტში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით. ტრენინგ-სემინარები კულტურის დაწესებულებების სტრატეგიული მარკეტინგისა და აუდიტორიის განვითარების საკითხებზე ჩატარდა.
სრულად

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის IX საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია

4 ნოემბერი 2014 წელი

4 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა და 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის IX საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ლიტვისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები და მეცნიერ-მკვლევარები. ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალის საკონცერტო პროგრამა 4,5 და 6 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში (იხ.პროგრამა). ფესტივალის ორგანიზატორები არიან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტი და ქ. ბათუმის მერია.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031