თბილისის საერთაშორისი კინოფესტივალი იწყებს აპლიკაციების მიღებას

სურათი

27 ოქტომბერი 2014 წელი

თბილისის საერთაშორისი კინოფესტივალი იწყებს აპლიკაციების მიღებას ფიჩინგის ტრენინგზე, რომელიც 2014 წლის 1-3 დეკემბერს გაიმართება.

ტრენინგი გამიზნულია ქართული ან ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტებისთვის, კინოთეატრებში ჩვენების პოტენციალით.

ვორქშოფის მიზანია პროდიუსერების, რეჟისორების და სცენარისტების მომზადება იმისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი პროექტების პროფესიული და დამაჯერებელი პრეზენტაცია პროდიუსერების, პოტენციური ინვესტორების და დისტრიბუტორების წინაშე.

„ფილმის ფიჩინგისცოდნა  ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. სცენარისტს, რეჟისორს თუ პროდიუსერს, აუცილებლად უნდა შეეძლოთ ფილმზე გარკვევით და თავდაჯერებულადსაუბარი, იმისთვის რომ ის შენიშნონ. ფიჩინგი ასევე მნიშვნელოვანი საშუალება აგანვითარებისთვის: როდესაც შეგეძლება ამბავზე საუბარი, მაშინ მის დაწერასაც შეძლებ“(ლონდონის კინოსკოლა)

ორდღიან ვორქშოპს გაუძღვეება გამოცდილი ფიჩინგის ტრენერი ბრიჯიტ მანთი ბერლინ-ბრანდერბურგის მედიაბორდიდან (გერმანია). მესამე დღეს მონაწილეები  საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე  პროექტებს წარადგენენ. გამარჯვებულს  3000 ლარი გადაეცემა,  პრიზი ქართული კინოს განვითარების ფონდმა დააწესა.

შესარჩევი კომისიის მიერ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი შეირჩევა. ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნოთ მოთხოვნილ  მასალებთან ერთად შემდეგ მისამართზე:

office@tbilisifilmfestival.gesubject “PitchingTraining2014”


სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031