ახალი ამბები
ჩვენება კინოკლუბში
26 თებერვალი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბში გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა.
სრულად
გიწვევთ ფოლკლორის საყმაწვილო სტუდია
25 თებერვალი 2013 წელი
გიწვევთ ხელოვნების უნივერსიტეტთან არსებული ფოლკლორის საყმაწვილო სტუდია. სადაც შეისწავლება ქათული ხალხური სიმღერა, გალობა, ქართული ხალხური ცეკვა, ხალხურ საკრავებზე დაკვრა, ქართული ფოლკლორის ისტორია. სტუდიაში მიიღებიან ბავშვები 6-დან 12 წლის ჩათვლით. განცხადებები მიიღება 1 მარტიდან 15 მარტამდე. მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. 37, მეორე სართული, ოთახი 57. მობ: 597-21-21-11.
სრულად
კინოკლუბმა მუშაობა განაახლა
19 თებერვალი 2013 წელი
მუშაობა განაახლა ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბმა. ფილმის ჩვენებები გაიმართება ყოველ სამშაბათს 17-00 საათზე, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. ამჯერად ნაჩვენები იყო ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სალომე საღარაძის, ავთო ჟღენტისა და ნიკოლოზ ტუღუშის ფილმები. შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები.
სრულად
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
14 თებერვალი 2013 წელი
გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. ფაკულტეტების მიხედვით არსებულ 13 ვაკანტურ ადგილზე არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.
სრულად
ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური თეატრი საფრანგეთში მიემგზავრება
7 თებერვალი 2013 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური თეატრი საფრანგეთში მიემგზავრება. დასმა სპეციალური მიწვევა პარიზის ინტერნაციონალური სტუდენტური ფესტივალის ორგანიზატორებისგან მიიღო. ფესტივალის ფარგლებში, დასი ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს პიესას "მელოტი მომღერალი ქალი" წარადგენს.
ვიზიტი უცხოეთში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. ექპერიმენტალური თეატრის 11-წევრიანი ჯგუფი საფრანგეთის ქალაქ ჟუი-ან-ჟოზაში 23 თებერვალს გაემგზავრება, სამშობლოში კი 1 მარტს, ფესტივალის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.
სრულად
ვიზიტი უცხოეთში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. ექპერიმენტალური თეატრის 11-წევრიანი ჯგუფი საფრანგეთის ქალაქ ჟუი-ან-ჟოზაში 23 თებერვალს გაემგზავრება, სამშობლოში კი 1 მარტს, ფესტივალის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.