ახალი ამბები
ახალგაზრდული ფორუმი ქობულეთში
18 მარტი 2013 წელი
16-17 მარტს ქობულეთში, GEORGIA PALACE HOTEL-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა ფორუმი ,,ახალგაზრდების როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში“. ფორუმში მონაწილეობდა ბათუმში არსებული აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის 40 სტუდენტი, მათ შორის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. გაიმართა დისკუსია თემაზე: ახალგაზდობის აქტივობა და მათი როლი საზოგადოების განვითარებაში, საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, აქტივობა სამოქალაქო ჩართულობაზე.
სრულად
გამოცდა დიზაინის სპეციალობაში
14 მარტი 2013 წელი
გაიმართა სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების ჩვენება.
სრულად
საბაკალავრო ნაშრომის დაცვა
13 მარტი 2013 წელი
სახვითი სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტზე შედგა ტელერეპორტიორის სპეციალობის დიპლომანტის ფიქრია დავლაძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვა. თემის სათაური "ბათუმის ისტორია და არქიტექტურული ძეგლები", მეცნიერ-ხელმძღვანელი, კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი მარინე კუპრეიშვილი.
სრულად
ჩვენება კინოკლუბში
12 მარტი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბში გაიმართა გოდერძი ჩოხელის ფილმების ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.
სრულად
თავმჯდომარის არჩევნები
6 მარტი 2013 წელი
გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები. თვითმმართველობის 13 წევრიდან არჩევნებზე გამოცხადდა 10. თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ტელერეჟისორის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ერეკლე სიგუა, რომელმაც ხმის დამთვლელი კომისიის ოქმის მონაცემების მიხედვით 10 ხმიდან 9 დადებითი ხმა მიიღო, 1 ბიულეტენი ჩაითვალა ბათილად.
სრულად