ახალი ამბები

კლასიკური მუსიკის საღამო

1 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო, რომელშიც უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, დოქტორი ნუნუ ჭელიძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტები სალომე ჯიქია და დიმიტრი ბოქოლიშვილი მონაწილეობდნენ.
სრულად

მიმდინარეობს კინოგადაღება

29 ნოემბერი 2014 წელი

„აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმელი რეჟისორის, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისა და ამავე უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგის შოთა გუჯაბიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის - „რატომ არ მოველ წვიმადა“ - გადაღებები მიმდინარეობს. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ძირითადად ადგილობრივი კინოხელოვანებით არის დაკომპლექტებული და გადაღებების პროცესში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული. აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე მეორე წელია ახორციელებს და მისი ძირითადი მიზანი რეგიონში კინოწარმოების და კინოგანათლების ხელშეწყობაა.
სრულად

მასტერკლასი

28 ნოემბერი 2014 წელი

26-27 ნოემბერს სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტებთან ასისტენტ-პროფესორმა ბექა ბოლქვაძემ ჩაატარა მასტერკლასი - „ჩანახატი“ და გამოფენა -პრეზენტაცია „პორტრეტი“.
სრულად

გიწვევთ გამოფენაზე

27 ნოემბერი 2014 წელი

28 ნოემბერს 17-00 საათზე ხელოვანთა კლუბი გიწვევთ მოყვარული მხატვრების ნამუშევართა გამოფენაზე.
სრულად

ვახტანგ (ბესო) ბესელიას პერსონალური გამოფენა

27 ნოემბერი 2014 წელი

თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსის ვახტანგ (ბესო) ბესელიას პერსონალური გამოფენა
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930