უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918 – 1921 )

სურათი

წიგნი ეძღვნება კულტურას, ხელოვნებას, ხუროთმოძღვრებას და მშენებლობას საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)

წინათქმაში აღნიშნულია, რომ აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის ნარკვევი, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ცხელ კვალზეა დაწერილი და 1992 -ში გამოქვეყნებული. 1918-1921 წლების მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრების ერთიანად წარმოდგენის პირველი ცდაა. მიუხედავად იმისა, რომ მას აქეთ  ნაშრომში წამოჭრილი არაერთი საკითხი იქნა გამოკვლეული, იგი კვლავაც შეუცვლელია, როგორც ხსენებული პერიოდის შემოქმედების მთლიანობითი, პანორამული სურათი. დამატებად წარმოდგენილი დიმიტრი თუმანიშვილის წერილიც წინასწარული ხასიათისაა და ასევე 1990 -იან წლებში მომზადებული,  ის მიზნად ისახავს მოინიშნოს იმ ძირითადად მოსამზადებელი, მუშაობის ძირითადი  მიმართულებანი, რაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულებით წარმოებდა.

ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ ქართული კულტურის ასვლას ახალ საფეხურზე...

წიგნში ტექსტი გადმოცემულია როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე და ილუსტრირებულია.

 

წიგნი გამოცემულია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის მიერ.

თბილისი 2018 წ.

ISBN 978-9941-8-0635-3

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031