უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

მსოფლიო თეატრის ისტორია V-XVIII საუკუნეების მსოფლიო თეატრი, წიგნი II

სურათი

სახელმძღვანელო -„მსოფლიო თეატრის ისტორია“ (ტ. II) მოიცავს ევროპული და აღმოსავლური თეატრების ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, შუასაუკუნეებიდან განათლების ეპოქის ჩათვლით (V-XVIII სს.). სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მსოფლიო თეატრის ისტორიის კომპლექსური მიმოხილვის პირველი მცდელობაა. ავტორებმა ნაშრომზე მუშაობისას გამოიყენეს ფილოსოფოსის, თეატრმცოდნის პროფესორ ელენე თოფურიძის სალექციო კურსი, ასევე სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევები, თარგმანები. მეორე ტომში შესულია: შუასაუკუნეების, აღორძინების, კლასიციზმისა და განათლების ეპოქების თეატრი. სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით. ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელოზე მუშაობა გაგრძელდება და ქართულ ენაზე დაიწერება XIX-XX საუკუნეების მსოფლიო თეატრის ისტორიაც. ავტორთა ჯგუფი: თამარ ბოკუჩავა, მარინე (მაკა) ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, გულიკო მამულაშვილი, ნინო ქირია, ლაშა ჩხარტიშვილი, თამარ ცაგარელი, მარინა ხარატიშვილი

გამომცებლობა ‘’კენტავრი’’ თბილისი 2018 წ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031