გიორგი ჩართოლანი - 1918-20 წწ. ქართული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ
(გიორგი ჯაბადარის სტუდია)
გიორგი ჩართოლანი: “მონოგრაფია მოიცავს 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, საფრანგეთიდან ახალდაბრუნებული რეჟისორის, გიორგი ჯაბადარის მიერ დაარსებული დრამატული ხელოვნების სტუდიის ხანმოკლე, 2-წლიან ისტორიას. ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს იმ თეატრალური ორგანიზმის ადგილი და როლი, რომელსაც ქართული თეატრალური საზოგადოების დიდმა ნაწილმა თეატრის „ამაღორძინებლის“ მისია დააკისრა. [...]
ნაშრომი ძირითადად ეყრდნობა 1918-20 წლების პერიოდულ პრესას და ყოფილ სტუდიელთა მემუარულ ლიტერატურას. ამასთან, ნაშრომში დამუშავებულია ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შესახებ არსებული მრავალფეროვანი მასალა, სხვადასხვა ფილოსოფიური თუ კულტურულოგიური შრომები, ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარების ისტორიის ამსახველი ლიტერატურა და სხვ.
მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომს ერთვის გიორგი ჯაბადარის სტუდიის შესახებ 1918-20 წწ. პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი ყველა პუბლიკაციის ტექსტი, რომლებსაც ახლავს ავტორისეული კომენტარები და განმარტებები.”
დამატებითი მენიუ
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |