უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ირინა კუჭუხიძე - ეკრანი და დრო

სურათი
კინომცოდნე ირინა კუჭუხიძის წიგნი „ეკრანი და დრო“ წარმოადგენს სტსტიების კრებულს კინოს ისტორიისა და თეორიის აქტუალურ საკითხებზე. მასში განხილულია რამდენიმე გამორჩეული ქართველი კინორეჟისორის შემოქმედებითი თვისებურებანი, მათი მსოფლმხედველობითი და ესთეტიკური პოზიციები; ქართული კინოს ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო, გარდამავალ ეტაპზე - XX საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე - მიმდინარე პროცესები და ძირითდი ტენდენციები.

ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინტერპრეტაციის აუდიო-ვიზუალური კომუნიკაციის პრობლემები; არქეტიპული ვარიაციები ქართულ კინოში; ახალი, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით გამოწვეული კარდინალური ცვლილებები ეკრანული გამომსახველობის სფეროსა და თავად კინოპროცესის სტრუქტურაში. 

წიგნში თვმოყრილი მასალა დაინტერესებს კვალიფიციურ მკითხველს, ხოლო კინოსპეციალობის სტუდენტთათვის დამხმარე სახელმღვანელოს ფუნქციას შესარულებს. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031