გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები
განცხადება
სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადების შესახებ
1. 2026 წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა არჩევნები სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ბხსუ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის 4 წლის ვადით დასაკავებლად.
2. ბხსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო ან/და ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, ოთახი №103), 2026 წლის 01 ოქტომბრიდან 2026 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით, გარდა შაბათ-კვირისა, 10:00 საათიდან - 16:00 საათამდე.
4. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე;
დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (შენიშვნა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.) გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;
ე) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ავტობიოგრაფია (CV);
ზ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
თ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) სამოქმედო გეგმა.
5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2026 წლის 13 ოქტომბერს, 12 საათსა და 30 წუთზე.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევისათვის ფარული კენჭისყრა (არჩევნები) ჩატარდება 2026 წლის 13 ოქტომბერს 13 საათსა და 30 წუთზე.
| სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნების გამოცხადების შესახებ დადგენილება | |
| განცხადების ფორმა (დანართი 1) |





