გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
განცხადება
სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
1. 2026 წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ბხსუ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის 4 წლის ვადით დასაკავებლად.
2. ბხსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ბხსუ-ს პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, ოთახი №103), 2026 წლის 01 ოქტომბრიდან 2026 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით, გარდა შაბათ-კვირისა, 10:00 საათიდან - 16:00 საათამდე.
4. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (შევსებული კონკურსის გამოცხადების შესახებ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე;
დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (შენიშვნა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.) გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ზ) სამოქმედო გეგმა;
თ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის მიერ
გაცემული ცნობა ბხსუ-ში დაკავებული აკადემიური (პროფესორი ან ასოცირებული
პროფესორი) თანამდებობის შესახებ.
5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2026 წლის 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე.
6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევისათვის ფარული კენჭისყრა ჩატარდება 2026 წლის 13 ოქტომბერს 15:00 საათზე.





