გამოცხადდა კონკურსი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერასმუს + საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ესთერჰაზი კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდის დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა შესარჩევად

სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერასმუს + საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ესთერჰაზი კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობაში  მონაწილეობისათვის ბხსუ-ს მოდის დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა შესარჩევად. ოთხ თვიანი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით) განხორციელდება უნგრეთის ქ. ეგერის ესთერჰაზი კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Eszterházy Károly Catholic University). მობილობა სრულად ფინანსდება ერასმუს + პროგრამის მიერ (ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ხარჯი).

I. კონკურსის ჩატარების ვადები

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2026 წლის 07 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით (17:00 საათი) ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:[email protected] ან მატერიალური სახით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა და უქმე დღეებისა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში (ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103)
  • ტესტირება ინგლისურ ენაში B1, იმ კონკურსანტთათვის, რომლებმაც განაცხადში არ წარმოადგინეს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი - 2026  წლის 19 მაისი;
  •  საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2026 წლის 22 მაისი;
  •  ბხსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის (სტუდენტთა წარდგინება უცხოეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაგზავნა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - არაუგვიანეს 2026  წლის 27 მაისი.

 

 

 

 

 

II. საკონკურსო პირობები

  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:

 

  • ბხსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტს (საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის);
  •    სტუდენტს,  რომელიც  საკონკურსო  განაცხადის  წარდგენის  პერიოდისათვის        

   სწავლობს  მასპინძელი უნივერსიტეტის  მიერ შემოთავაზებულ  პროგრამაზე            

  ან/და   გადის   ამ   დარგის   შესაბამის   სასწავლო  კურსებს (MINOR-პროგრამის          

   ჩათვლით).

III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (დანართი №1);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (250-400 სიტყვა) – (ინგლისურ ენაზე);
  •  ნიშნების ფურცელი,  GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  სარეკომენდაციო    წერილი,   შესაბამისი    ფაკულტეტის    წარმომადგენლის

               ხელმოწერით (ქართულ ენაზე);

  • ეკონომიკური, სოციალური პრობლემის ან  შშმ პირის სტატუსის (არსებობის    შემთხვევაში) დამადასტურებელი  ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ  ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  •  სამეცნიერო კონფერენციებში, შემოქმედებით პროექტებსა და სხვა აქტივობებში  მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  •  პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში).

 

       საკონკურსო განაცხადთან ერთად ატვირთული უნდა იქნეს თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის დასკანერებული pdf ვერსია,  ფოტოსურათი  (3X4 jpg).

 

სტუდენტი თავისუფლდება უცხო ენაში ტესტირებიდან:

 

  1. ინგლისური   ენის  არანაკლებ B1   დონეზე   ცოდნის   დამადასტურებელი   საერთაშორისო სერტიფიკატის, კერძოდ, შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე: TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერტიფიკატი;
  2. ბხსუ-ში სწავლის პერიოდში ინგლისური ენის  B1 დონის (შეფასება არანაკლებ 71 ქულა),  მოთხოვნის  შესაბამისად,   გავლის  დამადასტურებელი  დოკუმენტის საფუძველზე.

მიმღები უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  შესახებ იხილეთ   დანართი №2.

 

   დამატებითი    კითხვების    არსებობის    შემთხვევაში    მიმართეთ    საერთაშორისო   

   ურთიერთობების მენეჯერს სალომე ჩიკაშუას (მობ. 557 030 352).

 

 

 

 

 

 

განცხადების ფორმა (დანართი 1)
დანართი 2

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031