სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია
,,კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 23 მაისს გაიმართება სტუდენტთა IX საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გამოხატონ საკუთარი აზრი სხვადასხვა, მათთვის მნიშვნელოვან, საკითხებზე. ასევე, იმსჯელონ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებს.
კონფერენციის ფორმატი: დასწრებული, ონლაინ (zoom).
კონფერენციის რეგლამენტი – მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.
კონფერენციის მიმართულებებია:
- ხელოვნებათმცოდნეობა;
- მუსიკოლოგია;
- თეატრმცოდნეობა;
- კინომცოდნეობა;
- კულტურის მენეჯმენტი;
- კულტურული ტურიზმი;
- კულტურული მემკვიდრეობა;
- ქორეოლოგია;
- მედია;
- განათლება.
ვადები:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ანკეტა (თანდართული ფორმა), რეზიუმე და ხელმძღვანელის რეკომენდაცია (თანდართული ფორმა) უნდა გამოგზავნონ 2026 წლის 1 აპრილამდე. მისამართზე: [email protected]
ასევე მომხსენებლებმა 10 მაისამდე უნდა გადმოგზავნონ სრული მოხსენება (სინქრონში მთარგმნელისთვის).
მისამართზე: [email protected]
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი:
რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს:
A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
გამოყენებული შრიფტი - silfaen;
ზომა - 12;
სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;
მოცულობა არაუმეტეს 250 სიტყვისა.
მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5სმ;
ქართველმა მომხსენებელმა რეზიუმე უნდა წარმოადგინოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უცხოენოვანმა მომხსენებლებმა - ინგლისურ ენაზე.
ავტორი: (სახელი გვარი), sylfaen ზომა- 12 მარჯვენა კუთხეში.
სასწავლო დაწესებულება, სასწავლო საფეხური - sylfaen 12, მარჯვენა კუთხეში.
ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი sylfaen ზომა- 12 მარჯვენა კუთხეში.
სახელმწიფო, ქალაქი sylfaen ზომა- 12 მარჯვენა კუთხეში.
თემის სახელწოდება: sylfaen, ზომა- 14 ცენტრში
ძირითადი ტექსტი - sylfaen 12.
კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და სერტიფიკატები.
ონლაინ მომხსენებლებს სერტიფიკატი გაეგზავნებათ ელექტრონული ფორმით.
მომხსენებელთა რეზიუმეები აიტვირთება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე -www.batu.edu.ge
მოთხოვნების დარღვევით ან შეუსაბამოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება (ორი ღამე: შესვლა -22 მაისი 14:00 - გამოსვლა - 24 მაისი 12:00). განთავსება უზრუნველყოფილი იქნება თითო უმაღლესი სასწავლებლიდან 2 სტუდენტისთვის.
კონფერენციის ფინასური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტორო
საკონტაქტო პირი:
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო
და საგამომცემლო განყოფილების უფროსი
ასოცირებული-პროფესორი
თეა ცაგურია
მობ: (+995) 571 111 556
Mail: [email protected]
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი
სალომე ჩიკაშუა
(+995) 557 03 03 52
Mail: [email protected]
| 2026 ხელმძღვანელის რეკომენდაცია | |
| ანკეტა 2026 |





