ახალი ამბები

ტური დიდაჭარაში

12 მაისი 2013 წელი

12 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით, ანდრეაობასთან დაკავშირებით შედგა ტური დიდაჭარაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები.
სრულად

აქცია ბოტანიკურ ბაღში

9 მაისი 2013 წელი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა 7 და 8 მაისს მოხატეს ბოტანიკური ბაღის აუზი.
სრულად

საერთაშორისო კონფერენცია

8 მაისი 2013 წელი

2013 წლის 7 მაისს ქ.თბილისის სასტუმრო "მერიოტში" გაიმართა ტემპუსის საგრანტო პროექტის საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია კულტურის მენეჯმენტის პრობლემებზე.კონფერენციაში მონაწილეობდნენ ლატვიის, პორტუგალიის, იტალიის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია კონფერენციის წინაშე წარდგა მოხსენებით კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე.
სრულად

ხელოვნების კვირეული

7 მაისი 2013 წელი

23 აპრილიდიან 28 მაისამდე შუახევის მუნიციპალიტეტში ხელოვნების კვირეული ტარდება. ღონისძიების ფარგლებში, 7 მაისს მხატვრული ფილმების ჩვენება მოეწყო. მაყურებელმა ხელოვნების უნივერსიტეტის რეჟისურის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტის მანანა ბერიძის ფილმი "ჩრდილი" და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის გიორგი უღრელიძის ფილმი "უგმიროდ" ნახა. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა რეჟისორებთან.
სრულად

გილოცავთ აღდგომას!

5 მაისი 2013 წელი

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031