ახალი ამბები

სამინისტროს ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

6 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში პროგრამის „კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები
სრულად

მასტერკლასი

4 დეკემბერი 2014 წელი

2-3 დეკემბერს სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მაია გერსამიამ ჩაატარა მასტერკლასი „სველი ტექნიკა - აკვარელის ტექნიკის ზოგადი კლასიფიკაცია“.
სრულად

კლასიკური მუსიკის კონცერტი

3 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ხელოვანთა კლუბის ორგანიზებით კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართეს. ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტს ესწრებოდა თურქეთის გენერალური კონსული მეუღლესთან ერთად.
სრულად

ირანის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

1 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ირანის გენერალური კონსული ეწვია. ახმად რეზა არჯაანი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა. საუბარი შეეხო ირანის კულტურის დღეებს, რომელიც ბათუმში 17-18 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნების უნივერსიტეტში ირანელი რეჟისორების კინოსეანსები მოეწყობა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს. ირანის გენერალური კონსულის თქმით, სამომავლოდ ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები შეიძლება დაიგეგმოს.
სრულად

კლასიკური მუსიკის საღამო

1 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო, რომელშიც უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, დოქტორი ნუნუ ჭელიძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტები სალომე ჯიქია და დიმიტრი ბოქოლიშვილი მონაწილეობდნენ.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930