ახალი ამბები
ზაზა ურუშაძის მასტერკლასი
5 დეკემბერი 2015 წელი
"აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 7, 8 და 9 დეკემბერს ქართველმა კინორეჟისორმა და სცენარისტმა ზაზა ურუშაზემ ჩაატარა მასტერკლასი რეჟისურაში.
სრულად
მასტერკლასი პროდიუსინგში
4 დეკემბერი 2015 წელი
პროდიუსერმა, ნიკოლოზ აბრამაშვილმა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს კინოინდუსტრიაში, ჩაატარა მასტერკლასი. ის გახლავთ 2015 წელს საქართველოს სახელით ოსკარზე წარდგენილი ფილმის "მოირა" და 2013 წელს გადაღებული ცნობილი ქართულ-ფრანგული კო-პროდუქციის "ძმა" თანაპროდიუსერი. ასევე მუშაობდა რეჟისორ ნინო ჟვანიას ფილმზე "აღლუმი". რომლის გადაღებები მიმდინარეობდა აჭარის ტერიტორიაზე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში.
სრულად
მასტერკლასი
25 ნოემბერი 2015 წელი
"აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე "მსახიობებთან მუშაობა, წინამოსამზადებელი პერიოდი". მასტერკლასი ჩაატარეს კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმის "ანდრო" რეჟისორმა თორნიკე გოგრიჭიანმა და პროდიუსერმა ნოდარ ნოზაძემ. მასტერკლასის მიმდინარეობას ესწრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე.
სრულად
სტუდენტთა საყურადღებოდ!
24 ნოემბერი 2015 წელი
მიმდინარე წლის 25 ნოემბერს 13:00 საათზე ჩატარდება მასტერკლასი თემაზე: მსახიობებთან მუშაობა, კასთინგი, წინამოსამზადებელი პერიოდი.
მასტერკლასს ჩაატარებენ: თორინიკე გოგრიჭიანი (მსახიობი, რეჟისორი), ნოდარ ნოზაძე (პროდიუსერი).
სრულად
მასტერკლასს ჩაატარებენ: თორინიკე გოგრიჭიანი (მსახიობი, რეჟისორი), ნოდარ ნოზაძე (პროდიუსერი).
17 ნოემბერი - მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეა
17 ნოემბერი 2015 წელი
17 ნოემბერს მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ეს თარიღი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ 1941 წელს გამოცხადდა ლონდონში სტუდენტთა გაერთიანების მიერ და მისი აღნიშვნის ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. (იხ. ტექსტი სრულად)
სრულად










