განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საკონსულტაციო შეხვედრა კულტურული ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

სურათი

12 თებერვალი 2020 წელი

„კულტურული ტურიზმის“ საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციებისა და რჩევების  შესასრულებად გასატარებელ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად 2020 წლის 12 თებერვალს შედგა შეხვედრა პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.

            შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი: ნ. მამულაძე, ე. მესხია, თ. კეჟერაძე,  ს. თავაძე, თ. მეიშვილი,  გ. გორგილაძე, ნ. კვაჭაძე, ნ. ხუჯაძე, ს. ჩიკაშუა, ზ. ელიზიანი, ნ. ხარჩილავა.

            შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი  „კულტურული ტურიზმის“ საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე დაშვების წინაპირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

            „კულტურული ტურიზმის“ საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნ. მამულაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების რეკომენდაციის შესრულების შესახებ.

            აღინიშნა, რომ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ინდივიდუალურად შეხვედრის შემდეგ მიეცა ერთთვიანი ვადა სასწავლო კურსებში წინაპირობების გადახედვისა და სწავლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ცვლილება შეეხო ინგლისური ენის, ტურიზმის მენეჯმენტის, ტურიზმის მარკეტინგის, ტურიზმის ბიზნესის საფუძვლების, ტურიზმისა და მასპინძლობის საფუძვლების, საერთასორისო ტურიზმის, სზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურული ტურიზმის, ექსკურსიათმცოდნეობის, ლოჯისტიკის, ბიზნესის ეთიკის, ტურიზმის სტატისტიკის, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლების, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, ტუროპერირების სილაბუსებს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031