განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან

სურათი

25 ოქტომბერი 2022 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა სამუშაო შეხვედრა გამართა ხელოვნების უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ნინო მამულაძე - კულტურული ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, სოფო თავაძე - კულტურის მენეჯმენტისა და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, მამუკა ჯორბენაძე - ტელერადიოჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ერმილე მესხია - კულტურული ტურიზმის საბაკალვრო და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. შეხვედრას ესწრებოდნენ: ქეთევან ვაჩეიშვილი - უნივერსიტეტოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და თემურ კეჟერაძე- ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით გაიმართა. შეკითხვების ძირითადი ნაწილი მოიცავდა კლასტერული აკრედიტაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930