განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გარე შეფასება

სურათი

2 მარტი 2022 წელი

კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პროგრამის გარე შეფასების ფორმატით ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პროფესორთან მაია აზმაიფარაშვილთან. პროგრამის სტრუქტურაში გათვალისწინებულ იქნა გარე შეფასებით შემოთავაზებული რეკომენდაციები

 

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი

 

პროგრამა - კულტურული ტურიზმი

  1. ძალიან ბევრი შესავალი კურსი და საფუძვლები ჩანს სასწავლო გეგმაში.

მეხუთე სემესტრში „საერთაშორისო ტრიზმის საფუძვლები“ ისწავლება,

 მესამე კურსზე უმჯობესია შევთავაზოთ „საერთაშორისო ტურიზმი“;

ასევე „ტურიზმის სტატისტიკა“, ტურიზმის სტატისტიკის საფუძვლების ნაცვლად; „სასტუმრო საქმის საფუძვლები“, შესაძლებელია „სასტუმროს ადმინისტრირება“ ან სასტუმროს მენეჯმენტი; 

ეთნოკულტურის საფუძვლების ნაცვლად „საქართველოს ეთნოლოგია“; ან ეთნოლოგია/ეთნოკულტურა;

  1. ვფიქრობ სასწალო კურსი “აკადემიური წერა“ ძირითადი სწავლოს სფეროში რომ იყოს შეთავაზებული;
  2. კურსი „შესავალი მუსიკის ისტორიაში“ ისეთი მნიშვნელოვანი არაა რომ ძირითადში ისწავლებოდეს;
  3. პროგრამაში არ ისწავლება კალკულუსი და სწავლობენ სტატისტიკას და ბუღ. აღრიც. და ანგარ. საფუძვლებს, წინაპირობები რა აქვთ ამ სასწავლო კურსებს;
  4. კარგი იქნება ისწავლებოდეს „ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში„;
  5. მნიშვნელოვანი სასწავლო კურსია „დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი“, შეიძლება შეთვაზება;
  6. „პროექტების მენეჯმენტი“ და „ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“, ვფიქრობ ძირითადში იყოს შეთავაზებული, შედეგების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი კურსებია;
  7. რელიგიური ტურიზმიც შეიძლება ამ პროგრამაში, თუნდაც არჩევითში; ასევე მდგრადი ტურიზმი;
  8. ამ პროგრამისთვის რელევანტურია სასწავლო კურსი „კროს-კულტურული ურთიერთობები“;
  9. პროგრამაში არ ისწავლება „მენეჯმენტის საფუძვლები“, „ტურიზმის მენეჯმენტი“ და ზოგადად მენეჯმენტის სასწავლო კურსებს ვერ ისწავლიან თუ მენეჯმენტის საფუძვლები არ აქვთ გავლილი;
  10. „საექსკურსიო საქმე“ შიძლება შეიცვალოს „ექსკურსიათმცოდნეობა და გიდის ხელოვნება“;

 

 

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031