განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

20 დეკემბერი, 2018 წელი კულტურული ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის განხილვა

20 დეკემბერს შედგა კულტურული ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის პროექტის განხილვა, რომელშიც მონაწილეობდა პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლები: ნ. მამულაძე, ე. მესხია, მ. ჭიჭილეიშვილი, ს. თავაძე, ს. ჯაფარიძე, ნ. ბახტაძე, ს. ჩეჩელაშვილი.

ე. მესხიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამის ახალი სტრუქტურის პროექტი. ნ. მამულაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში ცვლილებების განხორციელებამდე შესწავლილ იქნა საქართველოსა და უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილება, გაიმართა სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრები. პროგრამამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. კერძოდ, გაიზარდა ინგლისური ენისა და პრაქტიკის კრედიტები, დაემატა მეორე არჩევითი უცხო ენა (20 კრედიტი), ზოგადი სტატისტიკა შეიცვალა ტურიზმის სტატისტიკით, ასევე შეიცვალა ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების საფუძვლების სილაბუსის შინაარსი, საგანი ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები - საგნით ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებითა და ანგარიშგების ანალიზით, დაემატა ახალი საგნები: ტუროპერირება, სპეციალურ ღონისძიებათა მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, არჩევითი 5 კრედიტიანი საგნები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930