განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამუშაო შეხვედრა ტურისტულ ფირმა „აჭარატურის“ დირექტორ ი. თავართქილაძესთან

17 იანვარს, 17.15 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტის კულტურული ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის ე. მესხიას ინიციატივით ტურისტული ფირმის ოფისში გაიმართა შეხვედრა  ქ. ბათუმის „აჭარატურის“ დირექტორ ი. თავართქილაძესთან (ტ. 577 133 232).

          შეხვედრაზე განიხილეს კულტურული ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობის, პროგრამის სტრუქტურის, მიზნებისა და სწავლის შედეგების, საკითხები. საუბარი შეეხო, აგრეთვე სტუდენტთა პრაქტიკის და სხვა პროექტებში სტუდენტთა ჩართულობის თემას.

         ი. თავართქილაძემ აღნიშნა, რომ იგი გაეცნო წარმოდგენი საგანმანათლებლო პროგრამას. მისი აზრით პროგრამა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით არის მომზადებული. კარგი იქნებოდა მეტი საათები გამოიყოს სტუდენტების პრაქტიკისათვის. მართალია, ერთ სემესტრიანი პრაქტიკა არ არის ცოტა, მაგრამ ცნობილია, რომ სტუდენტები პრაქტიკას სერიოზულად არ უდგებიან და პროგრამის დასრულების შემდეგ ნაკლებად გააჩნიათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც დასაქმებაში შეუწყობს ხელს. ასევე სასურველი იქნებოდა, პროგრამაში უცხო ენისათვის უფრო მეტი კრედიტები იყოს გამოყოფილი. ასევე პარქტიკის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ს. თავაძემ აღნიშნა, რომ  როგორც პრაქტიკის დაწესებულებების ხელმძღვანელებიდან მიღებილი ინფორმაციით ჩანს პრაქტიკამ ჩაიარა დამაკმაყოფილებლად.

პრაქტიკის ხელმძღვანელებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს შესაბამისი ანგაიშები.

ე. მესხიამ აღნიშნა, მისასალმებელია რომ ამ პრაქტიკამ კარგად ჩაიარა და მიზანს მიაღწია. მთავარია, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის განმტკიცება მოხდა პრაქტიკის დროს შეძენილი ახალი უნარებით. იმედია, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ   კურსდამთავრებულს არ შეექმნება სიძნელეები პროფესიით დასაქმების დროს და მარტივად გაივლის ადაპტაციის პერიოდს. შეიძლება სამომავლოდ ვიფიქროთ პრაქტიკის კრედიტების და, რა თქმა უნდა, უცხო ენებისათვის მეტი კრედიტების გამოყოფაზე თუ ეს აუცილებელი იქნება. კურსი უნდა ავიღოთ სტუდენტებისათვის მეტი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. შესაძლოა კურსდამთავრებულმა რომელიმე დებულება ვერ ჩამოაყალიბოს მკაფიოდ, მაგრამ კარგად შეძლოს პრაქტიკულად იმის გაკეთება, რაც მას დასჭირდება ტურისტულ სააგენტოში მუშაობის დროს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031